|
2024-06-15 11:54:22, 388 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორმხრივ შეხვედრებში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან - გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში - სარა მინკარასთან. "ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, დაესწრო შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)