|
2024-06-13 14:07:07, 310 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ზურაბ ჯაფარიძეც ენმ-ის წევრი იყო - რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სახელი არ იყო, კონკრეტული ადამიანები იყვნენ და ყველას თავისი როლი ჰქონდა ამ დიდ უბედურებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ჯაფარიძის განცხადებაზე - „დიდი ერთობის შემთხვევაში, შიში ვისაც აქვს, „ნაცმოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, ამის დაბალანსება მოხდება“ - კალაძემ უპასუხა, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი კომენტარებით აღიარებით ჩვენებებს აძლევენ". „შიში რატომ აქვს მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა მთავრობაში? ესეც კარგი მაგალითია, რომ თავიანთი კომენტარებით აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მართალია სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ ჩვეულებრივი რადიკალები არიან. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის. ის ძალადობა და სისხლიანი რეჟიმი ხალხს არ დავიწყებია. შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ არ იცოდეს, როგორი მმართველობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სახელი არ იყო, კონკრეტული ადამიანები იყვნენ და ყველას თავისი როლი ჰქონდა ამ დიდ უბედურებაში. სხვათაშორის, ზურაბ ჯაფარიძეც იმ გუნდის წევრი იყო. დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამ პარტიიდან წამოსულებისგან შედგება. რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)