|
2024-06-13 12:44:12, 473 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - პრეზიდენტი საგარეოს მიერ წარდგენილ ელჩებს ხელს არ აწერს
პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს. როგორც ბურჭულაძე ამბობს, აღნიშნული პროცესი "მანამდეც ძალიან იწელებოდა პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს". "პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ, თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. აღარ წარადგენს, მე როგორც ვიცი, საგარეო იმიტომ, რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს]... მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს",- უთხრა ბურჭულაძემ "მთავარ არხს". მანვე "TV პირველთან" საუბრისას დააზუსტა, რომ მთავრობას პრეზიდენტისთვის ხელის მოსაწერად, მისი კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, არ გადაუგზავნია. "არ გაგზავნილა ქალბატონ პრეზიდენტთან ჩემი კანდიდატურა... მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გადაიგზავნება კანდიდატურები",- თქვა თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ნატოში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)