|
2024-06-12 15:13:28, 367 ნახვა
საზოგადოება
„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა
2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც კომისიამ სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ის წინაპირობები განმარტა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა. „ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის. დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და წარვუდგინეთ პრეზენტაცია aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დედაქალაქში. პირველ რიგში, ეს არის შეცვლილი პოლიტიკა, ეს არის ძალიან ბევრი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. რაც მთავარია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც თბილისის მერის ინიციატივაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. მომავალ წელს, ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან. პირველ რიგში, ეს არის ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საკონსულტაციო და საექსპერტო დახმარება, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს ქალაქს ახალ პროგრამებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, უმთავრესი არის ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს. ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)