|
2024-06-12 14:42:43, 436 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს
"საქართველოს ბანკისთვის", როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. "საქართველოს ბანკსა" და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ინიციატივის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა, და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ "საქართველოს ბანკში", არამედ საბანკო-საფინანსო სექტორში. „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია. გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" ტალანტების განვითარების დირექტორმა, ნუცა კაციტაძემ. „მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა "საქართველოს ბანკთან" და ვაფასებთ, რომ "საქართველოს ბანკი" თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)