|
2024-06-12 10:22:54, 373 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგნეტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. „აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ. ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის „Colangelo&Partners“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. ფესტივალი „საფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია - ერთი ლიტრის ქართული ღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია. შესაბამისად, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)