|
2024-06-11 19:34:34, 433 ნახვა
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ხაზს ვუსვამ, მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები
ჩვენ დავაკვირდით ამ პროცესს და გამოჩნდა, რომ რაღაც საკითხებია გასასწორებელი და ხაზს ვუსვამ მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. „ძირითადად ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, თვითონ სააგენტო და ჩვენც ჩართული ვიყავით ამ პროცესში და გამოჩნდა, რომ რაღაც საკითხებია გასასწორებელი. ხაზს ვუსვამ, მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების თხოვნით, რეკომენდაციით მოხდა ეს ცვლილებები. ჩვენს კომიტეტში გაიარა, რამდენიმე შენიშვნა გვქონდა მათ შორის, მომსახურების თანხასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. კვიჟინაძის თქმით, "ერთი საბჭო არის საინვესტიციო, მეორე, მთავარი საბჭო რაც არის, შედგება სამი მინისტრისგან". რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ ორი საბჭოს მაგივრად ერთი საბჭო უნდა იყოს - წინა კანონით, ანუ, ახლა რა კანონიც არის, არის ორი საბჭო. ერთი საბჭო არის საინვესტიციო, მეორე, მთავარი საბჭო რაც არის, შედგება სამი მინისტრისგან. ოთხი წევრიდან სამია მინისტრი და ზუსტად ამაზე გვირჩიეს, რომ ასეთი პრეცედენტი არ არის ევროკავშირში და გააკეთეთ ერთი საბჭო და კეთდება ერთი საბჭო. ამ საბჭოს წევრებს, როგორც კანონი ითვალისწინებდა აქამდე, აირჩევს ის კომისია, რომელიც აქამდეც ირჩევდა საბჭოს წევრებს, აქ ცვლილება არ არის. ეს არის მთელი იდეა. ჩვენ ვხედავდით, რომ ორი საბჭოს ფუნქციები ერთმანეთში ირეოდა, ეს არის ყველაფერი, რაზეც არის საუბარი. არაფერი მოხდება, ჩვენ კიდევ უფრო გადავაზღვიეთ, რომ ერთი თეთრიც არ დაიკარგოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)