|
2024-06-11 16:22:44, 530 ნახვა
მსოფლიო
AP - აშშ-მა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა უკრაინის ომის შესახებ კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს. მედიის ცნობით, ცენტრის მისიაა, დაეხმაროს უკრაინას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ინფორმაციულ ომში გამოწვევა მხოლოდ იმის ცოდნა არ არის, თუ რას აკეთებენ რუსები, არამედ იმის გარკვევა, თუ რა არის საუკეთესო გზები მის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, ჯეიმს რუბინმა ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც მედია აღნიშნავს, ამ ქვეყნების საერთო მიზანი იმ დეზინფორმაციული კამპანიების აღმოჩენა და გაუქმება იქნება, რომლებიც მიზნად უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს. „ჯგუფში, რომელმაც მუშაობა დღეს, 11 ივნისს დაიწყო, 12 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, მათ შორის, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, იტალია და ნატოს რამდენიმე სხვა წევრი და უკრაინა“, - წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)