06:29 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 12:28:51, 484 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის

ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები და ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად  კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა".

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია არსებითად  კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება. ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics