17:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-08 15:08:10, 293 ნახვა

საზოგადოება
აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. 

"მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობას ზრდის. ჩვენმა ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა ავიაკომპანიასთან შედეგი გამოიღო და საქართველოში ოპერირების დაწყების ზუსტად 1 წლის შემდეგ, ნიუ დელი და თბილისი პირდაპირი რეგულარული ფრენებით უკვე კვირაში 7 სიხშირით დაუკავშირდება ერთმანეთს. IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

INDIGO 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics