|
2024-06-07 21:25:01, 541 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკას - ვაშაძე კამერონს შეხვდა
ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს აშშ-ის სანქცირების პოლიტიკას იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საუბრობს. ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები. "ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე, ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში. აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება , წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)