17:06 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 13:32:40, 536 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში,  ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული  სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics