|
2024-06-06 23:21:40, 1164 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც „ოცნებისა“ და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს მოიცავს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრების, სამართალდამცველებისა და კერძო პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა. მილერის თქმით, სავიზო შეზღუდვა დასანქცირებული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. "ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის, პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები",- განაცხადა მეთიუ მილერმა. კითხვაზე, რამდენი ათეული პირის წინააღმდეგ არის აღნიშნული სანქციები, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ საუბარია ორ ან სამ ათეულ პირზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)