08:51 - 22 Sep, 2026
|
2024-06-06 17:56:25, 568 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
ვაშინგტონი კიევს ნებას არ რთავს, ამერიკული შეიარაღება მოსკოვსა და კრემლზე დარტყმისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბაიდენმა განმარტა, ამერიკული იარაღის გამოყენება შეიძლება საზღვრის სიახლოვეს, როდესაც საზღვრის მეორე მხრიდან უკრაინაში, კონკრეტულ სამიზნეებზე დარტყმები ხორციელდება. „ასეთი იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელებაზე ნებას არ ვრთავთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)