|
2024-06-06 16:43:21, 586 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს
Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია. მისი დახმარებით, ამიერიდან, ინვესტორები აშშ-ის საფონდო ბაზრებზე სტანდარტული სავაჭრო საათების მიღმაც ივაჭრებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ინვესტირების პროცესი საკუთარ დატვირთულ გრაფიკს მოარგონ. ვაჭრობის გახანგრძლივებული დრო მოიცავს:
ამგვარად, ინვესტორებს აშშ-ის სავაჭრო ბირჟებზე წვდომისთვის, სტანდარტული 6 საათისა და 30 წუთის გარდა, დამატებით 3 საათი და 30 წუთი ეძლევათ. გახანგრძლივებული ვაჭრობა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ მოვლენებსა თუ სიახლეებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საფონდო ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, პროგნოზები გააკეთონ იმაზე, თუ რა მიმართულებით შეიცვლება კომპანიის აქციების და ფონდების (ETF) ფასი სტანდარტულ სამუშაო დროს და შესაბამისი ვაჭრობა განახორციელონ ბირჟის გახსნამდე 2.5 საათით ადრე, 15:00-დან ან დახურვის შემდეგ 1 საათის განმავლობაში, 01:00-მდე. ინვესტორებს დამატებით საათებში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქტივებთან ერთად, შეუძლიათ ივაჭრონ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციებით, ETF-ებით და სხვა პროდუქტებით. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისა და ინვესტირებით დაინტერესებულ პირებისთვის G&T Trader-ის პლატფორმაზე დავნერგეთ გამორჩეული ფუნქციონალი, რომელიც ტრადიციული სავაჭრო საათების მიღმა ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ინვესტორს დამატებით 3.5 საათი ექნება აშშ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის, ჯამურად კი დღის განმავლობაში - 10 საათი. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირველებს შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის შესაძლებლობა. ეს სიახლე ხაზს უსვამს Galt & Taggart-ის ძალისხმევას, ვიყოთ მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში და მუდმივად შევთავაზოთ უახლესი ინსტრუმენტები და ინოვაციები ჩვენს მომხმარებლებს. გახანგრძლივებული ვაჭრობის ფუნქციონალი ინვესტორების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და იგი მათ ინვესტირებისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი. Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ხოლო პირად ბროკერთან კონსულტაციის გასავლელად შეგიძლიათ დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია ამ ბმულზე.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)