|
2024-06-06 15:28:22, 525 ნახვა
პოლიტიკა
როთი - ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება - გთხოვთ, შეუერთდეთ ან დაარსოთ პროევროპული პარტიები
ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება - გთხოვთ, შეუერთდეთ ან დაარსოთ პროევროპული პარტიები, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოცალურ ქსელში წერს. როგორც როთი აღნიშნავს, „პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა, საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა“. „ძვირფასო ქართველებო. მადლობა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკამაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ - ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დაარსოთ პროევროპული პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს სუკეთესო პრაქტიკაა. საქართველო ამას იმსახურებს!“ - წერს როთი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)