|
2024-06-06 15:10:07, 469 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რომ რამენაირად ქვეყანა დააზარალონ
თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ კონგრესმენისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, „დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ქვეყანა". „თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე. დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, დააზიანონ, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი. ყველგან ერთსა და იმავეს ველით, რა თქმა უნდა. როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც. აქედან გამომდინარე, მათგან არ ველით რამე განსხვავებულ დამოკიდებულებას",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)