|
2024-06-06 11:55:25, 471 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს - არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის მეთხოვა, მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა
პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა - ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა". „რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები ყველანაირი ბოროტების და სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, რომ ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა. მე ბუდუ ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის რაიმე მითხოვია - პოლიტიკური მხარდაჭერა, არჩევნების დროს მხარდაჭერა და ა.შ. მე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)