|
2024-06-05 12:43:50, 319 ნახვა
საზოგადოება
ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი 2024 დაიწყო – მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკისა" და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით, მეხუთედ, სტუდენტური ღონისძიება – ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი დაიწყო. კონკურსი განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. მისი მიზანია აღმოაჩინოს სხარტი, სიახლეებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს გუნდებად, 3-ეტაპიან კონკურსში შეეჯიბრებიან. კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა და ის 3 ეტაპად ჩატარდება. ის 15 ივნისს დაიწყება, ფინალი კი 20 ივლისს გაიმართება. სამივე გამარჯვებული გუნდისთვის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს მოიცავს
„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სტუდენდებისა და მოსწავლეების განათლების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ვუფინანსებთ სწავლას, გავცემთ სტიპენდიებს, ვხსნით იდეათეკებს და სხვა, რითიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს ვუქმნით. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსია, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შეთავაზებას, სადაც შეძლებენ გამოცადონ, თუ როგორია მენეჯერული პოზიციიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ინტერაქტიური ფორმატის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები განივითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, შემოქმედებითობა და სხვა. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას “, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)