|
2024-06-05 10:17:13, 462 ნახვა
პოლიტიკა
საბანაძე - არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული - ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ
არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული. როგორც საბანაძემ აღნიშნა, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ყურადღებით დაკვირვება. „არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც ჩემი აზრით, უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შვილები სასწავლებლად ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში გააგზავნონ. ამ ქვეყანაში ეს გავლენას ახდენს ცხოვრებაზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ამან არ უნდა იმოქმედოს ზოგადად მხარდაჭერაზე, რადგან პირიქით, საქართველოს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ვფიქრობ, საჭიროა, საარჩევნო პროცესზე ძალიან ყურადღებით დაკვირვება. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება“,- განაცხადა საბანაძემ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)