|
2024-06-04 21:53:41, 564 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი ქართველ ხალხს - მაქვს თქვენდამი უდიდესი პატივისცემა, ვიცი, რამდენად მამაცები ხართ
ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა, ჯო უილსონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, ამერიკელი ხალხი ქართველი ერისადმი თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს. "ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ. მე ვიყავი თბილისში და ვნახე ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც ვნახე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანები. მე ეს ვიზიტი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მქონდა და მე მათი ავღანეთსა და ერაყში ბრძოლისთვის მადლიერი ვარ. ჩემი ბიჭებიც მსახურობდნენ ავღანეთსა და ერაყში და მეუბნებოდნენ, რომ მათ ქართველებთან ერთად მათ გვერდით ბრძოლა უნდოდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკელი ხალხის თბილ დამოკიდებულებას ქართველი ერისადმი", - განაცხადა უილსონმა "ფორმულასთან".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)