|
2024-06-04 13:44:10, 444 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ერთობაზე საუბარი და მოქმედება იქნება
"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი მზად არის, "ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს". "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება! ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. ამიტომ, ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს, ფაქტობრივად, გვერდით იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს. ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, თუმცა ცხადია, არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც აქვს სხვა პოზიცია. უბრალოდ მნიშვნელოვანია, შევჯერდეთ ამ პოზიციებზე, შევჯერდებით დარწმუნებული ვარ და საბოლოო ჯამში, ერთობლივი ფრონტით ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს. რა კონფიგურაციით იქნება, როგორ იქნება, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება, თუმცა ცალსახად შემიძლია განვაცხადო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს!“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)