|
2024-06-03 22:51:15, 535 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. მილერის თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ". "საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე. სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. აქ შევჩერდები", - განაცხადა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)