|
2024-06-03 14:22:04, 305 ნახვა
საზოგადოება
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობისთვის, მიზნობრივი გზამკვლევი შეიქმნა
„ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მდგრად ალტერნატივებზე გადასვლის გზამკვლევი“ ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შემცირების და აღმოფხვრისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობას მოიცავს. გზამკვლევი ითვალისწინებს აღნიშნული მიმართულების ევროკავშირის დირექტივების მიღებას, ალტერნატივებზე გადასვლაში ბიზნესის ხელშეწყობას, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გზამკვლევის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევი წარადგინეს, პროექტის შედეგები შეაჯამეს და შემდგომ აქტივობებზე იმსჯელეს. პროექტი „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მისი განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მეშვეობით. „ერთჯერადი პლასტიკის შემცირება და ხმარებიდან ამოღება მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი კომპონენტია. მწვანე ტრანსფორმაცია ძალიან კომპლექსური და ფართო ცნებაა, ის მოიცავს ახალი ენერგიების გამოყენებას, წყლის რესურსების მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას, ნარჩენების მართვას, ენერგოეფექტურობას და სხვა უამრავ საკითხს. საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, გაუმჯობესებული შედეგები აქვს; ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზებას. იმპლემენტაციის ნაწილში, რაღა თქმა უნდა, არსებობს სირთულეები, თუმცა, სამინისტრო, როგორც პოლიტიკის გამტარებელი, უდიდეს ძალისხმევას დებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება და არსებული რეგულაციების სრულყოფა. UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელის, გიგი ბრეგაძის განცხადებით, გზამკვლევში აღნიშნული აქტივობების განხორციელება, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)