|
2024-06-03 11:23:20, 459 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით გაიმარჯვა საქართველომ - დამარცხდნენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები
„გამჭვირვალობის კანონის" მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო განვითარებული პროცესებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონის მიღება „მით უმეტეს არ უნდა იყოს განხილული საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად". „გამჭვირვალობის კანონის" მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება, კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად, ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ „უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა". „იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს პირველ რიგში მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)