|
2024-06-03 10:03:37, 495 ნახვა
მსოფლიო
კირბი - თუ „ჰამასი“ დათანხმდება აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოლოდინი გვაქვს, რომ ისრაელიც დათანხმდება
ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლოდინი აქვს, რომ თუ „ჰამასი“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დათანხმდება, ისრაელიც მიიღებს ამ წინადადებას,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის განცხადებით, აშშ „ჰამასის“ პასუხს ელოდება. „ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს. აშშ იმედოვნებს, რომ ორივე მხარე გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას, „რაც შეიძლება მალე“ დათანხმდება. ბრძოლის პირველი 6-კვირიანი პაუზის დროს, ორივე მხარე დაჯდება და ეცდება მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება დაიწყოს. აშშ-ის დაზვერვა ახლა მიიჩნევს, რომ „ჰამასი“ დეგრადირებულია იმდენად, რომ აღარ შეუძლია ისეთი შეტევის გამეორება, როგორიც მისმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს განახორციელეს. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ისინი წარმოადგენენ, მაგრამ მათ არ აქვთ სამხედრო შესაძლებლობები, რათა გაიმეორონ ის, რაც გააკეთეს“, - განაცხადა კირბიმ ABC News-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ 3-ეტაპიანი გეგმა წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)