|
2024-06-02 18:11:41, 507 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე ღარიბაშვილს - ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება
ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად, ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ! - ასე მიმართავს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს. ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს "ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით" მოეთხოვება. "თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-სთან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა. სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება "ლელოს" პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა რუსულმა ოცნებამ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში. ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში. გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო, შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს",- წერს ხაზარაძე "ფეისბუქზე". ცნობისთვის, დღეს, 2 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "როგორ შეიძლება, ანაკლიის პორტზე საუბრობდეს ხაზარაძე, რომელმაც ჩააგდო ეს პროექტი, ფიასკო განიცადა, ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)