|
2024-06-02 11:46:45, 435 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო
არის ცალკეული ინიციატივები, რომელიც დონორული მხარდაჭერით ფინანსდება. მაგალითად ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ა.შ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში, მკურნალობა, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტიპის დაფინანსებასთან და მას სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ვინმეს ამ დრომდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სიკეთე ეკეთებინა საქართველოში, მე პირადად, მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი რამ გააგრძელონ. ასეთი, თუნდაც უცხოეთიდან მომდინარე ინტერესი, რომ ჩვენს ბავშვებს დაეხმარონ, ეს არის, რა თქმა უნდა, კეთილშობილური ინტერესი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს, არ აქვთ მიზეზი, ფუნქციონირება შეწყვიტონ და მოქალაქეთა დახმარებაზე უარი თქვან. „არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, გაბრაზდეს, ქუდი დაიხუროს და თქვას, რომ აღარ ვაპირებ ამ სიკეთის გაკეთებასო. ბევრი მიზეზით უარყოფითი და არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს. როგორც ეს იყო მაგალითად, ბატონი ჯაფარიძის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მისივე თქმით, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჟენევაში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, პარტნიორებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა. „ვის ვის და ექიმებს ყველაზე კარგად ესმით, მათ ჰიპოკრატეს ფიციც ავალდებულებს, რომ პაციენტის ინტერესი იყოს უპირველესი. ამიტომ ასეთ პარადოქსებს არ უნდა შეაჩეხონ რა თქმა უნდა სისტემა. როდესაც იტყვიან, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული ვინმე შეძლებს და ჰუმანიტარულ მისიას შეწყვეტს - როგორ? გაბრაზდა ხელისუფლებაზე და ამის გამო ხალხი დააზიანოს? მე არ მგონია, რომ ასე ფიქრობდნენ ექიმები, ისევე როგორც არცერთი სხვა, საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს ასე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)