|
2024-05-31 21:00:19, 447 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პოლიციას- ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი
ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა. „ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს - თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს,"- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)