|
2024-05-31 17:39:30, 456 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილს სძულს ის ახალგაზრდები, ვინც საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას აპროტესტებს
ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის გაცხადებით, სწორედ " ეს ნათელი სახეები, ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას ხალხს". "შეხედეთ და ნახეთ, თუ როგორ ასამართლებს ივანიშვილი პატრიოტ ახალგაზრდებს, მძევლად აიყვანა ნაწილი და კიდევ ასეულობით ახალგაზრდას ემუქრება. ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას. ეს ნათელი სახეები, ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას ხალხს! ეს ახალგაზრდები არიან და იქნებიან ევროპული მომავლის გზაზე ბრძოლის ავანგარდში! სისხლის სამართლის საქმე: ცოტნე აბესაძე - 25 წლის; იგორ ნარმანია - 22 წლის; ტიტე გედენიძე - 23 წლის; გვანცა გაზდელიანი - 23 წლის; ბექა პაპაშვილი - 23 წლის; ლაშა დიაროვი - 29 წლის. ადმინისტრაციული - საბა პაპაშვილი- 18 წლის; ბაჩო ძანძავა - 20 წლის; თამარ ლეგაშვილი - 26 წლის; ასეულობით ახალგაზრდაა იგივე დევნის ობიექტი რუსული ხელისუფლების მხრიდან",- წერს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)