|
2024-05-31 16:57:32, 435 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი „ფეა თრიიზზე“ - არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც მისი კბილი - აინტერესებთ გირჩები და თესლი, რომელიც რაჭიდან გააქვთ
"ფეა თრიიზის" განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც იმ რაჭველი ბავშვის კბილი. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩები და ის თესლი, რომელიც რაჭიდან გააქვთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ხანდახან სოციალურ პროექტებშიც არის ჩადებული პოლიტიკური დედააზრი". "ონში სტომატოლოგიურ კაბინეტთან დაკავშირებით განცხადება საერთოდ პარადოქსი იყო. დანიური ორგანიზაციის "ფეა თრიიზ" დანიელი ხელმძღვანელი ქალბატონი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარი. არ ვიცი, მას თავი ძირძველი რაჭველი ჰგონია თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით და კარგია, თუ სოციალური საკითხებითაც დაინტერესებულია. მათმა განცხადებამ აჩვენა, რომ სულ არ აინტერესებთ არც რაჭველი ბავშვი და არც იმ რაჭველი ბავშვის კბილი. ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის გირჩები და ის თესლი, რომელიც რაჭიდან გააქვთ. ეს განცხადება იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი. ეს არის სოციალური პროექტი, სადაც ონის მუნიციპალიტეტს არ სჭირდება ასეთი ორგანიზაციების შეხიდება, მაგრამ რადგან იყო ინტერესი და ეს ბიზნესი რაჭაშია, შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გააკეთებენ. ონის მუნიციპალიტეტმა გააკეთა ყველაფერი, მოაწყო კაბინეტი, აღჭურვა, ერთადერთი, რაც მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო - გადაეხადათ ხელფასი ექიმებისთვის. ამას რომ აქცევს სპეკულაციის საკითხად, ბავშვებით რომ დაიწყებს სპეკულაციას დანიელი ქალბატონი, ეს აჩვენებს, რომ ხანდახან სოციალურ პროექტებშიც არის ჩადებული პოლიტიკური დედააზრი. ამორალურია, როდესაც "ენჯეოები" ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 29 მარტს, ფონდმა "ფეა თრიიზ" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშული იყო, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედება ფონდის მუშაობაზე უარყოფითად აისახა, რაც მათივე თქმით, გამოიხატა იმით, რომ "იძულებული არიან, 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით" შეწყვიტონ. 30 მაისს, ფონდის განცხადებას გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტის მერია და და აღნიშნა, რომ "ფეა თრიიზის" განცხადება "აბსოლუტურად სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს". მერიის განმარტებით, "ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება... აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)