11:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 12:29:22, 415 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ - მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა - დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, "არჩევანი მარტივია - საქართველო ან მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას აგრძელებს, ან რუსეთის მონობას თანხმდება".

"ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს - კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან რუსეთის მონობას ვთანხმდებით. 

ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს! თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით!
მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics