|
2024-05-30 16:07:21, 403 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - DRG არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას
DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გასული წლის უმთავრესი და აუცულებელი სიახლე იყო. „ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ეს არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა და ამის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ის, თუ რატომ იყენებს იგივე მოდელს შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობით დამთავრებული. დაინერგა ეს მეთოდი საქართველოშიც, რაც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას.ცხადია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას არსებობს გამოწვევები. ამ თემებზე სამუშაოდ ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს.ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა შეხვედრები, სადაც განიხილება DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები. DRG-ს დანერგვა ნიშნავს კიდეც იმას, რომ მისი სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)