|
2024-05-30 14:55:20, 504 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ხარაზიშვილზე - ეს იყო ირონიული განცხადება - ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც აღიარება
ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. ჟურნალისტების კითხვას, აღიარა თუ არა ხარაზიშვილმა ადამიანების ცემა, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ „ირონია ვერ იქნება აღქმული, როგორც რამე ტიპის აღიარება". „რაც შეეხება ინცინდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინცინდენტებს, რომლებიც იყო. მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, ზოგადად, მთელი ამ აქციების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ამ კონკრეტული ინცინდენტების გამოკლებით",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს... სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)