|
2024-05-30 12:08:19, 512 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ფიშერზე - გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს
გერმანიის ელჩი „ლელოსთან" ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს" ლიდერებთან ერთად - ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, „ეს არის სამწუხარო მოვლენა". „გერმანიის ელჩი „ლელოსთან" ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს" ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს" მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია", - თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირობებში, "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)