10:32 - 22 Sep, 2026
|
2024-05-27 09:51:22, 535 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელმა იერიში მიიტანა რაფაჰზე, რასაც სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშს რაფაჰზე, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმა მოხდა დევნილთა ბანაკზე, რომელიც ისრაელის მხრიდან „უსაფრთხო ზონად“ იყო გამოცხადებული. „სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც დიდი კონტეინერი მოიცვა, რომელიც გამოიყენებოდა ათობით ოჯახის თავშესაფრად, გარშემორტყმული ასობით კარვით“, - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისრაელმა ამ რაიონში მდებარე მებრძოლთა შენაერთის ტერიტორია დაბომბა, რის შედეგადაც, „ჰამასის" 2 მაღალჩინოსანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)