|
2024-05-24 23:03:32, 728 ნახვა
მსოფლიო
ობრაიენი „ქართულ ოცნებას“ - თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა
თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა თქვენი შვილების სწავლა - განათლება, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს. ობრაიენმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სია არ ქვეყნდება. "ჩვენ არ ვაქვეყნებთ სახელების სიას, ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია - კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს. მოგეხსენებათ, ეს ეხება არამხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც", - განაცხადა ობრაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)