11:28 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 17:16:36, 540 ნახვა

მსოფლიო
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია

ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი გარემოცვის წევრების დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს ასახელებს. 

როგორც მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, "საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ის სანქციებმა ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია". 

"ამ ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატები, რომელმაც საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე სანქციებით, ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია...

ირანელი ერი, რომელიც ამ 45 წლის განმავლობაში დიდი მოვლენების წინაშე დადგა, დაძლევს ამ ტრაგიკულ მოვლენას. აშშ-ის დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხისა გონებასა და ისტორიაში",- განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 მაისს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 9 პირი, მათ შორის იბრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics