21:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 11:19:41, 301 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  მასშტაბურ გამოფენაში “WinetoAsia” მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, „GWS“, „ბექაურის ღვინის მარანი“, „Wine Guards“; „მტევინო“, „კოტეხი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

„ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება  ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა, ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.

მასშტაბური, ასწლიანი გამოცდილების გამოფენა “WinetoAsia” თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics