|
2024-05-19 14:52:58, 485 ნახვა
საზოგადოება
ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის
ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს,- ამის შესახებ აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს. როგორც ჭანტურიამ მისი შვილის მკვლელობიდან 8-წლისთავზე, მის საფლავზე თქვა, სამართლის აღსრულების იმედი არც ახლა აქვს. “ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს! ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის... 8 წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. გავა წლები და ალბათ, ისევ იგივე სურათი იქნება",- თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ, რომლის კომენტარსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. შეგახსნებთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, 2016 წლის 19 მაისს მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)