|
2024-05-17 11:15:18, 444 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - კარგად ვიცნობ სი ძინპინს და პუტინს - ისინი ახლა მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები "ზიანის გამოწვევას" გეგმავენ. როგორც BBC წერს, ტრამპმა ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინთან დაკავშირებით განცხადება ნიუ-იორკში, ჟურნალისტებთან გააკეთა. "მე კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ",- განაცხადა ტრამპმა. BBC წერს, რომ მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მას სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს მარ-ა-ლაგოში უმასპინძლა, თუმცა მომდევნო წლებში მას "მტერი" უწოდა. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, BBC დასძენს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან ყოველთვის "ცივი" ურთიერთობა ჰქონდა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პუტინი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)