|
2024-05-16 12:30:46, 334 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად თბილისის მერია კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის დიდი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კვლევები ჩაატარა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით. „გლდანში მდებარე პატარა ტბის ირგვლივ არსებული სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. გარდა ამისა, გლდანში არის დიდი (თეთრი) ტბა, რომელსაც აქვს პრობლემა - შეინიშნება წყლის ზედაპირიდან აორთქლების მაღალი მაჩვენებელი, წყალმცენარეების ზრდა და ტბის წყლის ბალანსის დარღვევა. გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა, აღნიშნული პრობლემა კი დიდ დისკომფორტს უქმნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. მართალია, აღნიშნული ტბა კერძო საკუთრებაა, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, მოკვლევა დაეწყოთ. ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი დაშრობის პრევენციის მიზნით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ აღნიშნული პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით. ასევე, ტბის გარშემო არსებული მკვებავი არხებით ტბას აღარ მიეწოდება წყლის საჭირო რაოდენობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მუნიციპალატიტეტი აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს, რაც გულისხმობს ტბის მოცულობის გაზრდასა და სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსებას. „აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად განისაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები: პირველ ეტაპზე, ტბის შევსება-გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ტბის მოცულობის გაზრდა. ვინაიდან, ამჟამად წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მაგისტრალური მილსადენიდან აღებული წყლის გამოყენება. ამასთანავე, დაგეგმილია წყლის გადამღვრელის მოწყობაც. მეორე ეტაპზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტბის წყლით შევსების მიზნით, იგეგმება სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის დიდ (თეთრ) ტბას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)