|
2024-05-14 18:38:20, 482 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას
ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა უნდა შეიქმნას,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, "საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით", რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდნენ. "მესამე მოსმენით “ოცნებამ“ დღეს ოფიციოალურად, დოკუმენტალურად გააფორმა მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ჩვენს დეკლარირებულ, ისტორიულ არჩევანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუსული სპეცოპერაციით, "რუსული კანონის“ მესამე მოსმენით, "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საქართველოს გეპოლიტიკური კურსი და გეზი აიღო რუსეთისკენ - უკვე დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს! დღეს "ქართული ოცნების" მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს. "ქართულმა ოცნებამ" დეკლარირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება. ამისთვის საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებნისკენ და ხელისუფლებიდა ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოპვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ, "ლელო“ მზად ვართ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთთავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა. "ლელო" მზად არის, დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის, ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში. ჩვენ მზათ ვართ, ამ მიზნის მისაღწევათ ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ. შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)