2024-04-26 10:24:58, 237 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის, სურსათის წარმოების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერების ცოდნის ამაღლების, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქების, დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში FAO-სა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს და პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით ახალი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებასა და რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ახალი პროექტის ხელმოწერა ქვეყნის მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის დასტურს წარმოადგენს. როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. მისი განცხადებით, ახალი პროექტის ხელმოწერით ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში განვითარების ახალი ეტაპი იწყება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარია და, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერით, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის სამიზნე ჯგუფებს ორი საპილოტე მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, FAO-სთან, ADC-სთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა - ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები/კოოპერატივები, სოფლად მცხოვრები შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და საოჯახო ფერმების მფლობელები წარმოადგენენ. პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მჭიდრო პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|