|
2016-02-11 16:41:58, 693 ნახვა
ეკონომიკა
„ქუთაისის წყალარინების პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით, EIB-მ საქართველოს 100 მილიონი ევრო გამოუყო
ფინანსთა სამინისტროში ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის" განხორციელების მიზნით, საპროექტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა მოაწერეს. „„ქუთაისის წყალარინების პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით EIB-მ საქართველოსთვის გამოყო 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს EIB-ის ვიცე პრეზიდენტის, ლასლო ბარანიაის საქართველოში პირველი ვიზიტის დროს გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია; აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა. პროექტს განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია". ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)