11:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 16:00:40, 449 ნახვა

საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]

ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გრიგორიადისმა თქვა, "რუსული კანონი" ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, აქციებია და აქციებზე შევხდებით!...

"რუსული კანონი" ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და ჩემი აზრით, ასეთი კანონები, არ შეიძლება, რომ ევროკავშირის გზაზე მივიღოთ",- განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.​









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics