11:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 11:57:10, 437 ნახვა

მსოფლიო
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს

უკრაინა აცხადებს, რომ პარასკევს, 19 აპრილს რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინამ გაანადგურა სამხედრო ბომბდამშენი, რომელსაც ფრთოსანი რაკეტები გადააქვს და რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.

„პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - წერს მედია.

მანამდე, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სტავროპოლის მხარეში Ту-22М3-ის ტიპის ბომბდამშენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics