|
2024-04-18 11:01:50, 386 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
ბაზისბანკი, განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მე-11 წელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებზე. ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება. „ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)