00:10 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 14:49:46, 399 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქველმოქმედო კამპანია #მიყვარხარდედა გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით, კამპანიის #მიყვარხარდედა ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 100-მდე ოჯახს თანადგომა გაეწია.

ბაზისბანკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კონტრიბუციით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი დედებისთვის, შვილებმა სპეციალურად შეარჩიეს და გადასცეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები.

11 აპრილს კი, საქველმოქმედო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, დედები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ ,,მაკბეტს“ დაესწრნენ.

ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს  არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში  სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.  

ბაზისბანკის და სოლომისიის პარტნიორობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მასშტაბური საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics