|
2024-04-12 21:43:47, 417 ნახვა
საზოგადოება
გრიგორიადისის დედა - გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა
სულ მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. თამთა კალანდაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეყალების გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. "სულ მჯეროდა, ნოემბერში როდესაც ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა, ყველას დასანახად ისჯებოდა, რომელიც დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით.. გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა .. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა თამთა კალანდაძემ. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)